18, თებერვალი 2020 18:39:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა დასრულდა. სულხან სალაძეს ჟურნალისტები მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრნენ. რაც შეეხება სამსახურების ხელმძღვანელების და მოადგილეების საშტატო ერთეულების გაუქმების საკითხს, იგი ხვალ ჩანიშნულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს.