18, თებერვალი 2020 22:24:00
აფხაზეთიდან დევნილი სამ წევრიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი თავს პენსიითა და 45 ლარიანი დევნილთა სახელმწიფო დახმარებით ირჩენენ. თანხას კი ძირითადად წამლების შესაძენად იყენებენ. როგორია ხვიტარიების ყოველდღიური ცხოვრება?
ისევე როგორც, ჩვენი გუშინდელი სიუჟეტის გმირები, ხვიტარიებიც ქირით მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებვით გადაადგილებული ოჯხია. თავი პენსიითა და ორმოცდახუთლარიანი დევნილთა სახელმწიფო დახმარებით გააქვთ. თანხას მამა-შვილი ძირითადად მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. აუცილებელ ხარჯებს ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები ემატება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამა-შვილი დიასახლისის იმედად არიან.
ზუსტად ისე, როგორც მონიავებმა, ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის გმირბმაც წლები ჯერ მახინჯაურში, ყოფილი პანსიონატ ნარინჯის შენობაში გაატარეს. შემდეგ კი 7 ათასი ამერიკული დოლარად 2006-ში გამოასახლეს. თანხა მათაც შვილის მკრნალობას დაახარჯეს. იგი დაბადებიდან ვილიამსის სინდრომითაა დაავადებული. რამდენიმე თვის წინ კი მიღებული ინსულტის შედეგად თვითონ ოჯახის უფროსიც ყავარჯენზე დამოკიდებული გახდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ყოველ ასეთ ოჯახზე პასუხი იდენტურია. რამდენაადაც ოჯხს 7 ათას დოლარიანი კომოენსაცია აღებული აქვს, მერედ ათი დახმარება აღარ განიხილება, მიუხედავად იმისა, რისთვის და რაც მიზნით ვერარ შეიძინა ოჯახმა ალტერნატიული საცხოვრებელი.
რამდენად აქვთ შანსი ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, კიდევ ერთხელ დაეხმაროს სახელმწიფო, ეს იმაზეა დამოკიდებული, გამოხატავს თუ არა კეთილ ნებას ხელისუფლება და გადახედავს მოქმედ პოლიტიკას.