18, თებერვალი 2020 22:00:00
საბაჟო გამშვებ პუნქტებში სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 ათას 680 ღერი არადეკლა-რი-რებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.