18, თებერვალი 2020 22:18:00
ახლა ჩვენს ეთერში ამერიკის ხმის სიუჟეტის დროა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ შეეცადა ტრანს-ატლანტიკური და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ ამერიკა ევროპასთან ერთად არის. პომპეომ მთავარ საფრთხედ რუსეთი, ირანი და ჩინეთი დაასახელა, უკრაინას, საქართველოს და ბალტიისპირეთს კი მხარდაჭერას დაპირდა.