18, მაისი 2017 00:00:17
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან ერთად, შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშირისო კონფერენციას მასპინძლობს. ორდღიან ღონისძიებაზე 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი გლობალური ტრანსპორტიორებისა და ლოჯისტიკის შესახებ იმსჯელებენ. ღონისძიების გახსნას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. კონფერენციის ფარგლებში დღესვე საერთაშორისო გამოფენაც გაიხსნა.