20, თებერვალი 2020 17:51:00
ბათუმის მთავარი მეხანძრე 60 წლის გახდა. ხუსეინ სირაბიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თითქმის 40 წელია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მას ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაუგრძელდა, ერთგული სამსახურისთვის კი, საჩუქრად პისტოლეტი და სპეციალური მედალიონი გადაეცა.