21, თებერვალი 2020 17:23:00
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინდა. დააკავეს ორი კომპანიის ხელმძღვანელი. ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, დაამზადეს და გაასაღეს 120 ათასი ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები. მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 2-დან 4-წლამდე ვადით.