23, თებერვალი 2020 22:42:00
33 წლის მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, როცა მარინას აღსაზრდელები ეზოში ჰყავდა გაყვანილი, საბავშვო ბაღის მიმდებარედ მდგომი ავტომობილი ბაღის მიმართულებით დაგორდა.
იმისათვის, რომ 11 ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინა და რომელიმე მათგანს, რამე არ დაშავებოდა, პედაგოგი ბავშვებს გადაეფარა, ფიზიკურად სხვას ვერაფერს ასწრებდა და საკუთარი სიცოცხლით დაიცვა ბავშვები უბედურებისგან. დაგორებული მანქანა, საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამენიმედღეში გმირი აღმზრდელი გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ამ გმირობისა და თავგანწირვის დასაფასებლად, ქობულეთის მერიამ გადწყვიტა პედაგოგს ძეგლი დაუდგას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში გათავსდება.
წყარო: mshoblebi.ge