24, თებერვალი 2020 17:18:00
აჭარის ტელევიზიასთან მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. „ივანიშვილის ცენზორები“ - ამ წარწერებით მივიდნენ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მათ ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და დირექტორის ფოტოები გამოფინეს. აქტივისტებმა, პროტესტის ნიშნად პირზე ლენტი გადაიკრეს. ამით დააფიქსირეს, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს.