24, თებერვალი 2020 17:38:00
კორონავირუსის გამო, საქართველო ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და მათ შორის იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.