24, თებერვალი 2020 20:59:00
დასაქმებულები დამსაქმებლის წინააღმდეგ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ევგენი კოვალენკომ ისინი მოატყუა და ანაზღაურების გარეშე ამუშავა.
ობიექტი, სადაც ჯაბა ცინარიძე სხვებთან ერთად მუშაობდა, ახალ ბულვარში მდებარეობს. ყვება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მათ 5 ოთახის გარემონტება ევალებოდათ, პარალელურად კი, 16 ოთახს რეაბილიტაციას უტარებდნენ, რომლის შეკვეთაც დამსაქმებელისაგან სოციალური ქსელით მიიღეს. თუმცა ამ შესრულებული სამუშაო, მათივე თქმით, უსაფუძვლოდ დაუწუნეს. შესაბამისად, ხელფასებიც არ გადაუხადეს.
ცინარიძეს მიაჩნია, რომ ხარისხის მიხედვით დავალება სრულფასოვნად შეასრულეს და დამსაქმებლის უარყოფითი შეფასება მხოლოდ იმისთვისაა, რომ მათ თანხა არ გადაუხადოს.
ამირან ქადაგიძის თქმით, დამსაქმებელი მათ პირდებოდა, რომ თანხას უპრობლემოდ აიღებდნენ, თუმცა საბოლოოდ მოტყუებულები დარჩნენ. ქადაგიძე ამბობს იმასაც, რომ უწყებებს დახმარების თხოვნით შემოდგომაზე მიმართა, პასუხი კი ამ დრომდე არ მოუღია.
დამსაქმებელ კომპანიაში სატელეფონო კომენტარისაგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბარში ამტკიცებენ, რომ მუშებმა დავალება არასრულფასოვნად შეასრულეს. 5 ოთახის გარემონტებისათვის კი ანაზღაურება იმაზე მეტი აიღეს, ვიდრე ეს ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნოდათ. ევგენი კოვალენკო მუშებს სასამართლოსკენ ამისამართებს.