25, თებერვალი 2020 09:43:00
საფრანგეთს ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებით, ყველა პაციენტი, რომელსაც საფრანგეთში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, განიკურნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 12 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა.
"საფრანგეთში დაავადების შემთხვევები აღარ არის... ვირუსი აღარ ვრცელდება. ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, განიკურნა. ის აღარ არის გადამდები. ამიტომ შეძლო შინ დაბრუნება", - თქვა ვერანმა.