ბათუმის მთავრ ფინანსურ დოკუმენტში პირველი ცვლილება შევიდა. 2020 წლის ბიუჯეტი 185 მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. სხდომაზე სულ 20 საკითხი განიხილეს, რომელთაგანაც ძირითადი აქცენტი პარკირების, გარევაჭრობის, ავტომანქანის არასწორად გაჩერების წესთან დაკავშირებული საფასურის ზრდაზე გაკეთდა.
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი 185 მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. ცვლილებებს კენჭი დღეს უყარეს, რომლითაც ხაზინას 13 მილიონ 200 000 ლარზე მეტი დაემატა.
საკრებულოს წევრების მიერ დღეს მიღებული გადაწყევტილების მიხედვით, მშენებელს, რომელსაც სურს ტროტუარის დროებითი გამოყენება სამშენებლო ღობის განთავსებისთვის, ასევე დროებითი სარგებლობა სანიაღვრე არხით, გაეზარდათ გადასახადი.
ეს არ იყო საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული ერთადერთი ცვლილება, რომელიც საფასურის გაზრდას ითვალისწინებს. პირი, რომელიც დაარღვევს ქუჩაში ავტომანქანის დგომა-გაჩერების წესს და ევაკუატორით გადაყვანილი იქნება სპეციალურ სადგომზე, მაქანის გამოსყიდვა იმაზე მეტი დაუჯდება, ვიდრე დღეს მოქმედი რეგულაციით.
გაიზრადა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების სარგებლობისთვის საფასურიც. მაგალითად, თუ კი, დღეს მოქმედი რეგულაციით ერთი დღით პარკირების გადასახადი ერთი ლარია, ამიერიდან 10 ლარი იქნება, თუ აქამდე მძღოლი ექვსთვიანი პარკირებისთვის 25 ლარის იხდიდა, ამიერიდან 45 ლარის გადახდა მოუწევს. ერთი წლით კი პარკირების საფასური 40-დან 60 ლარამდე გაიზარდა.
პარკირების საერთო ადგილების ორგანიზებისთვის საფასური გაეზარდათ დაინტერესებულ პირებსაც. მაგალითად, თუ კი რომელიმე სუპერ მარკეტს თუ ორგანიზაციას სურს შემოსაზღვროს პარკირების ადგილი, მათ ყოველ კვადრატულ მეტრზე 50-ის ნაცვლად წელიწადში 150 ლარის გადახდა მოუწევთ.
დღესვე მხარდაჭრილი იქნა კიდევ ერთი ცვლილება, რომლითაც ასევე გაიზარდა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასურიც. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა გარე ვაჭრობის რეგულირების წესშიც.
საკრებულოს სხდომაზე წევრებმა მერს რიგგარეშე თემებზეც მიმართეს შეკითხვებით. მათაგან ერთი-ერთი შეეხებოდა 29 ნომერი სამარშრუტო ხაზების დაურეგულირებელ მოძრაობას საღამოს საათებში, როცა ნაცვლად რამდენიმეწუთისა, მოძრაობენ ერთ საათიანი ინტერვალით. მერს შეკითხვა დაუსვეს წერეთლის ქუჩაზე ისევ გაჩენილი უნებართვო ავტოსადგურის მოწყობასთან დაკავშირებითაც.
რამდენად სამართლიანია ბათუმის რკინიგზის სადგურში მგზავრის მხოლოდ მიყვანისთვის რამდენიმე წამიანი პარკირებისას 2 ლარის გადაცხა - ეს მერის მისამართით დასმული კიდევ ერთი შეკითხვა იყო.
დღევანდელ სხდომაზე სკრებულოს უნდა ემსჯელა ბრენდული სასტუმროებისთვის პლაჟის მართვაში გადაცემის საკითხზეც, თუმცა ეს თემა ჟურნალისტებს დღის წესრიგიდან ამოღებული დაგვხვდა.
როდის გაიმართება ბათუმობა და რატომ არის თარიღი მცოცავი, ეს კიდევ ერთი შეკითხვა იყო, რაზეც ლაშა კომახიძეს მოუწია პასუხის გაცემა.
საკრებულომ დღეს ჯამში ოც საკითხს უყარა კენჭი. სხდომას „ნაციონალური ოძრაობის“ ფრაქცია არ ესწრებოდა.