25, თებერვალი 2020 17:24:00
მაია მერკვილაძის მაუწყებელში დარჩენის პარალელურად, ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, რომელიც 80-მდე ჟურნალისტს აერთიანებს, გაფიცვისთვის ემზადებიან. ისინი პროტესტს მენეჯმენტს უცხადებენ და ამბობენ, რომ სავარაუდო მოლოდინები გამართლდა. ჟურნალისტები განვითარებულ მოვლენებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. მათი მოთხოვნაა,რომ აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულებს საფრთხე არ შეექმნას. დღესვე ცნობილი ხდება, რომ აჭარის მაუწყებელი პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა.