25, თებერვალი 2020 17:55:00
ბულგარეთის თანამედროვე და წარსული არქიტექტურა - თემაზე ლექცია სტუდენტებს ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვამ, წაუკითხა. პროექტი ერთ დღიან საგანმანათლებლო კურსს მოიცავდა და ევროკავშირის ქვეყნებთან, კულტურული ურთიერთობის გაღმავებას ემსახურებოდა. ღონისძიება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.