25, თებერვალი 2020 18:05:00
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი რესურსცენტრებისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, სწავლების ხარისხის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლების ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეგახსნებთ, ქვეყნის მასშტაბით „ახალი სკოლის მოდელში“ 165 სკოლა, 34 ათასი მოსწავლე და 3 ათას 96 პედაგოგია ჩართული.