25, თებერვალი 2020 21:16:00
ბათუმში, ინასარიძის 21 ნომერში, კომპანია „როიალ ბულდინგი“ ოც სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ტერიტორიაზე ასწლოვანი ევკალიპტები დგას. ემუქრება თუ არა მრავალწლოვან ნარგავებს განადგურება? თეო ფუტკარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
ბათუმში ინასარიძის 21 ნომერში, პლაჟიდან 300 მეტრში სამშენებლო კომპანია „როიალ ბულდინგი“ 1925 კვ/მ მიწის ნაკვეთიზე ოც სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ტერიტორია უკვე შემოღობილია, სადაც რამდენიმე მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეც დგას.
ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი, კომპანია შპს „როიალ ბულდინგი“ -ს დირექტორი თენგიზ მგელაძეა. როგორც მაცნესთვის გახდა ცნობილი, მიწის ნაკვეთი მფლობელმა, 2017 წელს ჩატარებულ აუქციონზე მილიონ 132 000 ლარად შეისყიდა .
არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ბრძანების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია გადარგოს ხე, იმ შემთხვევაში თუ მშენებლობის წარმოების პროცესში მრავალწლოვანი ნარგავები დაზიანდება, კომპანიასთან გაცემული მშენებლობის ნებართვა გაუქმდება.
აპირებს თუ არა, სამშენებლო კომპანია ხეების შენარჩუნებას, „როიალ ბულდინგი“-გან პასუხი ვერ მივიღეთ. კომპანიის წარმომადგენლები მაცნეს ზარს არ პასუხობდნენ.
მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიმდინარე წლის 29 იანვარს გასცა.