26, თებერვალი 2020 12:37:00
ყვარელში, სოფელ შილდაში უბედური შემთხვევა მოხდა. სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ, რის შედეგადაც, შემთხვევის ადგილზე 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სადაც ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე6- ე ნაწილით დაიწყო. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წყარო: პრაიმტაიმი