26, თებერვალი 2020 17:26:00
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 ათას ლარს აღემატება.მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 -დან 7-წლამდე ვადით.