26, თებერვალი 2020 20:30:00
,,მსხვილფეხა შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დიაგნოსტირება“ - ,,ახალმა ტალღამ’’ ხულოს ფილიალში მოკლევადიანი ტრენინგ-კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, მონაწილეებს კი სერთიფიკატები გადასცა. სემინარის ფარგლებში ათი უმცროსი ვეტერინარი მომზადდა, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დიაგნოსტირებას შეძლებენ. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და კერძო ბიზნესის პოტენციალის გაზრდაა.