27, თებერვალი 2020 10:36:00
თბილისის, საავადმყოფოში მოთავსებული 19 პაციენტიდან 12 აბასთუმანში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაიას თქმით, დღეს კი ექიმებს კიდევ სამმა ადამიანმა მიმართა. მათი კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება.
„მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ მასთან დადასტურდა ეს ვირუსი. ახლა ეს პაციენტი ჩვენთან არის, მეთვალყურეობას გაივლის, იმიტომ რომ ამ დაავადებას აქვს თავისი სირთულეები. შესაძლებელია თავდაპირველად არ იყოს მძიმე, მაგრამ ამ პაციენტის მდგომარეობის დამძიმება შეიძლება უცბად განვითარდეს" - განაცხადა ეზუგბაიამ.