27, თებერვალი 2020 11:21:00
ახალქალაქში, კოთელიასა და ტურცხის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, დაშავებულებს შორის ოთხი თვის ბავშვია. ყველა მათგანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს საღამოს მოხდა. ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ყველა დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მსუბუქად არიან დაშავებული, გამოკვლევები უტარდებათ“ - გვითხრა ჰოსპიტალის მენეჯერმა, ალექსანდრე თოროიანმა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე