27, თებერვალი 2020 21:00:00
ფოტოამბები, რომლებსაც უკვდავებას სეირან ბაროიანი ანიჭებს. ცნობილი ფოტოჟურნალისტის იუბილეს აღსანიშნავად ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 60 წლის ხელოვანის პორტერტს მაცნე ობიექტივში ნახევარ საათში ნახავთ
ცნობილი ფოტოჟურნალისტის იუბილეს აღსანიშნავად ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ფოტოამბები, რომლებსაც უკვდავებას სეირან ბაროიანი ანიჭებს. 60 წლის ხელოვანის პორტერტი „მაცნეს“ ობიექტივში.
მოვლენები, ამბები, ემოციები, ისტორიები - ვისთვის ერთი წამის გაელვება და ვისთვის კიდევ წამის მარადიულობა. ფოტოამბები, რომლებსაც უკვდავებას სეირან ბაროიანი ანიჭებს. სიცოცხლეზე გრძელი წამები ფოტოგრაფმა დღეს კიდევ ერთხელ გამოფინა.
მისი თვალით დანახული და ფოტოაპარატით, მარადიულობად ქცეული წამების ერთგვარი ალბომის მორიგი გამოფენა დამთვალიერებლისთვის ავტორის საჩუქარი იყო თავისივე დაბადების დღეზე. 60 წლის იუბილეზე, არა რომელიმე კონკრეტული პერიოდის, არამედ, მთელი ორმოცი წლის მანძილზე გაჩერებული წამების რჩეული ფრაგმენტები გამოფინა.
ფოტოგრაფის პირად გალერეაში ფოტოებს ნებისმიერ თემატიკაზე იპოვით. ამოიკითხავთ ნებისმიერ ემოციასაც. უყვარს პეიზაჟი, პორტრეტი, თუმცა ყველაზე მეტად მუშაობა მაინც რეპორტაჟულ და დოკუმენტალურ ფოტოზე უყვარს, ამიტომაც მის შემოქმედებაში ყველაზე მრავლად აჭარის ისტორიას იპოვით. ნეგატივებთან ერთად, ხშირად ნამუშევრები მინაზე, ქაღალდზე, ქსოვილზე და ხეზე გადააქვს.
ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის სამოცი წლის იუბილისთვის ორგანიზებული გამოფენა ავტორის სახელოსნოში დღესვე დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა, ფოტოებს ერთგული თუ ახალი დამთვალიერებელი აღფრთოვანებაში მოეყვანა.
სინქრონები
ის, რაც საგამოფენო დარბაზში დღეს არც პირველად და ალბათ არც უკანასკნელად გამოიფინა, ბაროიანის ნახევარ მილიონზე მეტი ფოტონამუშევრის მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო.