კვირა 17, დეკემბერი 2017

კვლევის პრეზენტაცია

19, მაისი 2017 20:10:00

რამდენად არის დაცული გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პარტიებში? -  თემაზე ბათუმის დემოკრატიის სკოლაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.  კვლევისათვის  7 პოლიტიკური პარტია შეირჩა. გამოიკვეთა, რომ გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსით პირველ ადგილზე რესპუბლიკური პარტიაა, მას მოსდევს პატრიოტთა ალიანსი,შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტები, ქ.დ.მ,  თავისუფალი დემოკრატები, ხოლო ბოლო ადგილს  „ქართული ოცნება“ იკავებს.  მსგავსი კვლევა ნიმდის აღმოსავლეთ ევროპის ოფისმა საქართველოში 2014 წელს ჩაატარა.  დღევანდელი პრეზენტაცია კი 2015-2016 წლებში ჩატარებული  არჩევნების შედეგებს მოიცავს. გამოიკვეთა, რომ ამ მიმართულებითდადებითი ტენდენცია მხოლოდ 1 პროცენტია. 

ავტორი(ები)

577