28, თებერვალი 2020 17:42:00
ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დამნაშავეებმა, აჭარის რეგიონში, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ - ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.