28, თებერვალი 2020 17:45:00
ბათუმში, ვახტანგ გორგასალის 24 ნომერში მდებარე მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,,შპს იბექსმა’’ განახორციელა. შენობა პირვანდელი სახით აღდგა და ყველა ავთენტური დეტალი შეუნარჩუნდა. პარალელურად, მიმდინარეობს და მალე დასრულდება ქალაქში, ნოე ჟორდანიას 14-ტ, მაზნიაშვილის ექვს ნომერსა და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.