28, თებერვალი 2020 21:21:00
კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი. ე.წ. ბონის დასახლებაში მცხოვრებ ნინო მგელაძეს ფინანსური პრობლემების გამო სახლში არსებული მდგომარეობის გადაჭრა არ შეუძლია. ხშირად უჭირს კომუნალურების დაფარვაც. რატო შეუწყვიტა უკიდურესად გაჭირვებულ დებს ხელისუფლებამ საარსებო წყარო? და როგორ იბრძვიან ისინი არსებობისთვის?
ნინო მგელაძის საცხოვრებელ სახლში იატაკი რამდენიმე წლის წინ უამინდობის შედეგად ჩაინგრა. უკიდირესად გაჭირვებულმა, დასახმარებლად ბათუმის მერიას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. პრობლემას ვერც მარტო უმკლავდება, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ დღემდე ამ გარემოში უწევს ცხოვრება.
საშუალება არც იმის აქვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დას სათანადოდ მოუაროს. თავადაც პრობლემები აწუხებს, თუმცა იმის გამო, რომ მათი შემოსავალი თვის განმავლობაში 420 ლარს შეადგენს, უჭირთ პროდუქტის და წამლების შეძენა, ვერ ფარავენ კომუნალურებსაც. სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნეს, როცა დედა გარდაეცვალათ. ის, რაც მიზეზად დაუსახელეს, ნინო მგელაძისთვის ბუნდოვანია.
ნინო მგელაძის და, მარინა მგელაძე უკვე 40 წელია მძიმე სენით მწოლიარეა. შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, არის ონკო პაციენტი.
სოციალურ დახმარებას დები 2005 წლიდან იღებდნენ, მისი შეწყვეტის მიზეზს კი დედის გარდაცვალებას უკავშირებენ. ამას კატეგორიულად უარყობენ სოციალური მომსახურების საააგენტოში. აქ გვითხრეს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ოჯახს 95 ათას ქულაზე მეტი მიენიჭა, რაც ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა:
დები მგელაძეები ბათუმის მერიის ვერც ერთი პროგრამით ვერ სარგებლობენ, რადგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღარ ირიცხებიან. მათი ერთადერთი იმედი განმეორებითი შესწავლააა, რაც ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.