28, თებერვალი 2020 21:52:00
10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს. ამერიკულმა პოპ-როკ ბენდმა, 2020 წელს ახალი ალბომი Human და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე ბენდი ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 6 მარტს, 13:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge -ზე იქნება შესაძლებელი. მიმდინარე წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს.