შაბათი 19, აგვისტო 2017

ოთარ წოწორიას ბრალი წაყენებული არ აქვს

19, მაისი 2017 20:14:00

ოთარ წოწორია ბათუმში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას მისი დის საქმიანობას უკავშირებს, რომელიც  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეა და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. დღესვე ძმის სახლის ჩხრეკას ნონა წოწორია გამოეხმაურა, რომელმაც იგივე ვარაუდი გამოთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს , თუმცა ოთარ წოწორიას ბრალი წაყენებული არ აქვს.