22, მაისი 2017 20:06:00
„ ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. დღეს ოფისში პარტიის წევრები ამომრჩევლებს შეხვდნენ და საარჩევნო გეგმები გააცნეს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, დღეიდან ყოველ ორშაბათს, პარტიის ოფისში მოქალაქეებს შეხვდებიან. დაინტერესებულ პირებს ადგილზევე შეეძლებათ პარტიაში გაწევრიანება. რაც შეეხება პარტიულ სიას და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს, პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას რამდენიმე დღეში მიაწვდიან. იქნება თუ არა თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ლევან ვარშალომიძე ან იბრძოლებს თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მერობისთვის? კითხვებს ვარშალომიძემ თავი აარიდა.