22, მაისი 2017 20:02:00
ბათუმი პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი აერთიანებს მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს და სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებს. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ფორუმის მიზანი საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებაა. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ბათუმში ორ დღეს გაგრძელდება.