22, მაისი 2017 17:04:00
საჯარო სკოლებში წინა საატესტატო გამოცდები დაიწყო. მოსწავლეებმა ტესტირება ქართულ ენაში უკვე გაირეს, დღეს კი საკუთარი თავი უცხო ენაში გამოსცადეს. მათი თქმით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო. საატესტატო გამოცდას წელს აჭარაში 3 673 ათასამდე მოსწავლე გაივლის. ტესტირებას გაივლიან ის მოზარდებიც, რომლებმაც გასულ წელს ბარიერი ვერ გადალახეს. იმ შემთხვევაში თუ ისინი საკმარის ქულას ვერ დააგროვებენ, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვებიან. საატესტატო გამოცდებს ეროვნული ცენტრი მათემატიკაში, უცხო ენასა და ისტორიაში ატარებს. საქართველოს განათლების მინისტრის განმარტებით, ქართულ ენაში ბარიერი 97-მა პროცენტმა გადალახა.