7: 1 -ის წინააღმდეგ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა საბჭოს უმრავლესობამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, ეს ის პოზიციაა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ შორენა ღლონტი დისციპლინარული დარღვევის გამო გაათავისუფლეს.თავად აბაზაძე ახალი ამბების წამყვანად აჭარის ტელევიზიაში ტელეკომპანია „რიონიდან“ 3 წლის წინ გადმოვიდა. ნიუსრუმის თანამშრომლები მის გამოცდილებას იწუნებენ და ამბობენ, რომ დირექციის სვლებით შოკირებულები არიან. გიორგი კოხრეიძეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება არ დაუწერია.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებას გიორგი აბაზაძე რამდენიმე დღეში შეუდგება. საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ შაბათ - კვირის წამყვანმა შეთავაზება მაუწყებლის დირექტორისგან მიიღო. საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მას გუნდის სამართვად საკმარისი გამოცდილება არ აქვს
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იმასაც ამბობს, რომ დირექტორი გუნდის წევრების საპირისპიროდ მოქმედებს. მაია მერკვილაძის განცხადებით, ნიუსრუმის თანამშრომლები აღნიშნულ პოზიციაზე შესაფერის კანდიდატად სხვა პირებს მოიაზრებდნენ.
გიორგი აბაზაძის კონსულტანტი ლალი ბერძენიშვილი იქნება. ეს უკანასკნელი ფიქრობს, რომ საინფორმაციო პოლიტიკის წარმართვის გამოცდილება აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სასურველი შედეგი ვერ დადო იგი მზადაა თანამდებობიდან გადადგეს.
არის თუ არა გიორგი აბაზაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციისთვის კომპეტენტური? ლალი ბერძენიშვილს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა:
საპირისპიროს ამტკიცებს მაუწყებლის ხელმძღვანელი. გიორგი კოხრეიძე დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული პროცესების და გუნდის მართვას შეძლებს. ტელევიზიის დირექტორის თქმით, აბაზაძეს კარგი განათლება აქვს და იგი ტელევიზიაში მხოლოდ საინფორმაციოს წამყვანი არ ყოფილა.
რას აპირებს მენეჯმენტი 21 დღის შემდეგ, როცა ჟურნალისტები გაიფიცებიან? კითხვის გამეორება გიორგი კოხრეიძისთვის რამდენჯერმე მოგვიწია.
რის საფუძველზე შეარჩია მაუწყებლის დირექტორმა გიორგი აბაზაძე და ექმნება თუ არა მას უხერხულობა იმის გამო, რომ ნიუსრუმის თანამშრომლები პოზიციაზე მოქმედი რედაქტორის დანიშვნას ითხოვდნენ? კითხვის დასმის საშუალება ჩვენ გიორგი აბაზაძისთვის არ მოგცეცა. „მთავარის“ წამყვანი TV 25-ის ჟურნალისტების კითხვებს გაურბის და იმალება. აბაზაძეს აჭარის ტელევიზიაში მისვლამდე ტელეკომპანია რიონში საბავშვო გადაცემა მიჰყავდა.