04, მარტი 2020 21:03:00
სადავოდ გამხდარი მშენებლობა ქობულეთში. თამარ მეფის გამზირზე მცხოვრები მოქალაქე ამტკიცებს, რომ მის საკუთრებაში არსებული სასტუმრო გვერდით მშენებარე კორპუსის გამო იბზარება. არის თუ არა პროექტი საფრხის შემცველი მეზობლისთვის და რა ზომებს გაატარებს ქობულეთის მერია კომპანიის მიმართ, თუ მისი კანონდარღვევა დადასტურდა?
სადავოდ გამხდარი მშენებლობა, ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე მიმდინარეობს. მოქალაქე მაია მესხი ამტკიცებს, რომ კუთვნილი სასტუმროს გვერდით „ოლიმპი ჯგუფის“ მშენებლობამ მის საკუთრებას ბზარები უკვე გაუჩინა. ყვება, რომ რვასართულიან კორპუსს დეველოპერმა ორი სართული ისეე დააშენა, სპეციალური რისკები არ გაუთვლია, თუმცა ქობულეთის მერიისგან ნებართვა მიღებული აქვს. მეტიც, გეგმაში კიდევ ორი სართულის დამატება აქვს.
რამდენად საშიში იყო ან შესაძლებელი საკუთარი სასტუმროდან ორი მეტრის დაშორებით ამ მოცულობის კორპუსის მშენებლობა - ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მაია მესხმა კერძოდ დაუკვეთა, წერია, რომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, 1390 კვადრატული მეტრით აღემატება ქობულეთის მერიის მიერ 2015 წელს დამტკიცებულ წესს და 989 კვადრატით აღემატება კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელში არსებულ განაშენიანების ფართს.
მერიის არქიტექტურის სამსახურში ამტკიცებენ, რომ რადგან მხარეების საკუთრებებს შორის არის საზოგადოებრივი სარგებლობის ბილიკი და სამშენებლო მიჯნები დაცულია, მშენებლობა უკვე არსებულ ნაგებობას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კი საბოლოო ექსპერტიზა დაასკვნის, რომ მესხის საკუთრებაში გაჩენილი ბზარები მალხაზ ჯაფარიძის მშენებლობამ გამოიწვია, პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელს დაეკისრება.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ოლიმპი ჯგუფის“ დამფუძნებელის, მალხაზ ჯაფარიძის კონტაქტს ვერ მივაკლიეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ვერც ქობულეთის მერიაში მოგვაწოდეს.