20, მარტი 2020 10:00:00
დღეიდან საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა ჩერდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების გაუქმება 14 მარტიდან იგეგმებოდა, თუმცა, ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად, პერიოდი 20 მარტამდე გახანგრძლივდა. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს, თუმცა ის არ ეხება ტვირთბრუნვას. ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.