22, მაისი 2017 20:04:00
დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების განყოფილებებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადაეცათ. ავტომანქანების ღირებულება 71 ლარია. უწყებამ მანქანები აჭარის მთავრობის მხარდაჭერით შეიძინა. ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით არის შესყიდული, რაც გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირების და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შეუწყობს ხელს.