18, მარტი 2020 12:14:00
ევროკავშირმა გარე საზღრები დახურა. დაიხურა საზღვრები ევროკავშირის უვიზო ზონის შიგნითაც. ევროკომისიის წინადადებით, აკრძალვა 30 დღით წესდება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებსაც მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ, ევროკავშირის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და დიპლომატები. საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია სამედიცინო პერსონალისა და კომერციული სატვირთო ტრანსპორტისთვის. იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებსაც სრული იზოლაცია აქვს გამოცხადებული, საფრანგეთიც შეემატა. მოქალაქეებს ნაბრძანები აქვთ, სახლიდან არ გავიდნენ. რეჟიმის დარღვევისათვის კი გათვალისწინებულია სანქცია. საფრანგეთმა ამ ეტაპზე აკრძალვა 15 დღით დააწესა.