16, მარტი 2020 13:20:00
იმის გარდა, რომ მსოფლიო ეპიდ აფეთქებამ ეკონომიკა დააზარალა, გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და დისტანციური მუშაობის დ წვალების მეთოდებზე გადავიდა სკოლები და სასწავლებლები, კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ ბაზარზე. ფასებმა საკვებულ პროდუქტებზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად იმატა. რა რამდენით გაძვირდა?
ერთი კილოგრამი კარტოფილის ფასი ბაზარში 2 ლარს აღწევს. ბოლო ორი დღის მანძილზე პროდუქტი 50- 60 თეთრით გაძვირდა. რეკორდული ღირებულების გამო, მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასაყიდი კარტოფილის მარაგს ვეღარ იძენენ.
ფასი მოემატა ნიორსაც. თუ აქამდე ერთი კილოგრამის ღირებულება 9-10 ლარი იყო, ახლა 12-13 ლარს აფასებენ.
უკანასკნელ ორ დღეში, 26 ლარიდან 28 ლარამდე გაიზარდა ერთი ტომარა პურის ფქვილის ღირებულება. 40 თეთრით გაძვირდა შაქარი. კილოგრამის შეძენა დღეს 2 ლარად და 40 თეთრადაა შესაძლებელი.
მომხმარებლების თქმით, ფასები მოვაჭრეებმა თვითნებურად გაზარდეს, რაც კორონავირუსის ირგვლივ გაცენილმა პანიკამ და შესაბამისად, პროდუქტებზე მომატებულმა მოთხოვნამ განაპირობა. მოვაჭრეები კი, ფასების დამატებას, დოლარის მყისიერი გაძვირებით ხსნიან.