12, მარტი 2020 16:13:00
კორონავირუსის გამო გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ - განცხადება საქართველოს განათლების სამინისტრომ გააკეთა. უწყების განმარტებით, შესაძლოა, გაცდენილი დღეების ნაზრაურება 1-ლი აპრილის შემდეგ შაბათ-კვირის ხარჯზე მოხდეს, ან დღის ბოლოს ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები, ან ერთ გაკვეთილზე გაერთიანდეს რამდენიმე თემა. კონკრეტულ მეთოდს და გეგმას სამინისტრო განსაზღვრავს. სკოლები ჩხენკელის უწყებისგან კონკრეტულ რეკომენდაციებს 16 მარტს, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვიდეორგოლების საშუალებით მიიღებენ.