11, მარტი 2020 18:53:00
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. ცვლილებების კანონპროექტი 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, ასევე 1 პროცენტიან ბარიერს და 40 პროცენტიან ე.წ. ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს. საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპoზიციას შორის, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა. შეთანხმებას 8 მარტს, აშშ- ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.