06, მარტი 2020 21:07:00
ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები თბილისში , ტურისტულ ოფისში ამზადებდნენ და ასაღებდნენ ყალბ საბანკო ამონაწერს, სახელფასო ცნობას, დიპლომს, დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს. ამოღებულია 100 - ზე მეტი ორგანიზაციის, ასევე ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით.