06, მარტი 2020 21:08:00
,,გურამ ხიმშიაშვილი’’ - ასე ქვია რამაზ სურამინიძის ახალ წიგნის, რომლის პრეზენტაცია ბათუმში დღეს გაიმართა. გამოცემა 1980-იანი წლებიდან თურქეთში მყოფ ქართველებზე მოგვითხრობს. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ორენოვანი ნაშრომი, ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში თურქეთში მოღვაწე ქართველის, მუსტაფა იაქუთის, იგივე გურამ ხიმშიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობაა აღწერილი, მეორე ნაწილში კი მისი პუბლიცისტიკაა წარმოდგენილი. წიგნი 2019 წელს, სტამბოლში გამოიცა.