10, მარტი 2020 19:55:00
„ივანიშვილის მთავრობა ხალხის ფულს იპარავს“ - განცხადება „ნაციონალურ მოძრაობში“ გაკეთდა. ოპოზიციის თქმით, ათეულობით კორუფციულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, განაცხადებს შედეგი არ მოჰყოლია. მათივე მტკიცებით, საგამოძიებო ორგანო არც სახელმწიფო აუდიტის დასკვნების საფუძველზე რეაგირებს. პარტიაში პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პროკურატურის უმოქმედობის მიზეზებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. დღევანდელ ბრიფინგზე კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც.