19, იანვარი 2017 08:11:00
„ტურიზმის განვითარების სკოლა“- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს. სიახლე დღეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. პროგრამა მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებასა და იქ არსებული სერვისების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დაგეგმილია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების, სერვისების გაუმჯობესება, მომსახურე პერსონალის გადამზადება და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება . პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება.