24, მარტი 2020 17:44:00
სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა. „რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ესეც წინ გადადმული ნაბიჯია“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. „ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.