24, მარტი 2020 17:53:00
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე იზღუდება სპორტულ-გასართობი მოედნებით, ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით და სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა. ასევე, დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი და ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“. შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირებაც. ბულვარის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაიცვათ სოციალური დისტანცია! ტერიტორიაზე არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, ჩაიტაროთ დეზინფექცია.