25, მარტი 2020 20:58:00
ქობულეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტის არსებული მარაგი გასცემს. პირველ ეტაპზე სასურსათო პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე გაიცა. საკვებ პროდუქტს ის აღსაზრდელებიც მიიღებენ, რომელთა დედაც მარტოხელაა. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 37 ათასამდეა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, იგი სავარაუდოდ მიმდინარე კვირიდან დაიწყება და საკვები პროდუქტები თითოულ ბავშვს გადაეცემა. ამ დროისათვის მომწოდებლებისაგან ფასების დაზუსტება მიმდინარეობს. ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ სასურსათო კალათის გარეშე, არცერთი ბაღის აღსაზრდელი არ დარჩება.