25, მარტი 2020 21:02:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესულმა ხუთმა ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღვთისმსახურება აღასრულოს დახურულ კარს მიღმა. მათ შორისაა, უცხო ქვეყნებში საქართველოს ეკლესიის ექსარქიები და ასევე საქართველოში, კარანტინის ზონად გამოცხადებული მარნეულის ეპარქია.
- დასავლეთ ევროპის ექსარქია – მიტროპოლიტი აბრაამი
- დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ექსარქია – მთავარეპისკოპოსი ზენონი
- ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქია – ეპისკოპოსი დოსითე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია – ეპისკოპოსი გიორგი
- ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქია – ეპისკოპოსი საბა