26, მარტი 2020 16:07:00
რადიო „ათინათი“ ფონდ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ვიდეოს ავრცელებს. შეკრება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა მოსახლეობას პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაურიგეს. აქციის ინიციატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა. ადგილზე პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა, არა ერთი მოწოდების მიუხედავად, რიგისა და დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.