26, მარტი 2020 17:46:00
ბათუმში მოძრავ ავტობუსებში მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დღეს დამონტაჟდა. სერვისი ხელმისაწვდომია ქალაქში მოძრავ 120-ვე ავტობუსში.